ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, პატარა არაქალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა ჩართულობით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვები წარმატებით მონაწილეობენ შემეცნებით, საგანმანათლებლო აქტივობებში.
პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსწავლეები მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებაზე არ იყვნენ ორიენტირებულნი; პატარა არაქალის საჯარო სკოლაში „სწავლა კეთებით“ - წარმატებით დანერგილი მიდგომა გახლავთ.
ახლახან, პატარა არაქალის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებს, გეოგრაფიის მასწავლებელმა, ვარსენიკ ბასენციანმა, წარუდგინა პრეზენტაცია, თემაზე: ტორნადოები, ცნობილი მგზავრები, უდაბნოები...
აქტივობაში მონაწილეობა საინტერესო აღმოჩნდა - ბავშვებს საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ საპრეზენტაციო თემატიკასთან დაკავშირებულ ფაქტებს, დაესვათ კითხვები და მოესმინათ ამომწურავი პასუხები.
იხილეთ ფოტოები: