ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეები წიგნიერების ჯადონურ სამყაროში მოგზაურობენ და მხატვრულ ნაწარმოებებს დიდი სიყვარულით ეცნობიან.
სკოლაში წარმატებით მუშაობს მკითხველთა კლუბი, რომლის ხელმძღვანელი სოფიკო აბესაძე გახლავთ.
ამჯერად, წიგნისმოყვარულმა დავით ჯავახიშვილის - „ბიძია სევას ამბები“ წაიკითხეს და საინტერესო პრეზენტაციაც გამართეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ნაწარმოების მთავარ სათქმელზე და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ, ამის ნათელი მაგალითია მკითხველთა კლუბი.
პრეზენტაციამ კი კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობას, ბავშვების თვალსაწიერის გაფართოებაში.
იხილეთ ფოტოები: