თბილისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საგან „სამხედრო საქმის“ ფარგლებში, გასვლით აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა
03-04-2025

თბილისის N36 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა  ჩართულობით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვები წარმატებით მონაწილეობენ შემეცნებით, საგანმანათლებლო აქტივობებში.

პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანია, ბავშვები მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებაზე არ იყვნენ ორიენტირებულნი, „სწავლა კეთებით“ - წარმატებით დანერგილი მიდგომა გახლავთ და ისიც აღსანიშნავია, რომ სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს საპილოტე პროექტი „სამხედრო საქმე“.

პროგრამის ფარგლებში, ახლახან, IX „ა“ და IX „ბ“ კლასების მოსწავლეებმა გასვლით აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, რომელსაც სამხედრო საქმის პედაგოგი - კობა ბერიძე ხელმძღვანელობდა.

თბილისის N36 საჯარო სკოლის წარმომადგენლები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, მე-5 საარტილერიო ბრიგადას ესტუმრნენ, ადგილზე გაეცნენ საინტერესო ინფორმაციას, გაესაუბრნენ სამხედროებს, დასვეს კითხვები და მოისმინეს კომპეტენტური პასუხები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...