„მხიარული მათემატიკა“ - ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობა
03-04-2025

ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა  ჩართულობით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვები წარმატებით მონაწილეობენ შემეცნებით, საგანმანათლებლო აქტივობებში.

პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსწავლეები მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებაზე არ იყვნენ ორიენტირებულნი; 

ახლახან, ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა შეჯიბრება „მხიარული მათემატიკა“, რომელშიც მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

კონკურსანტებმა ერთმანეთს ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს, მეტად განივითარეს მათემატიკური და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარები, წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა.

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ბელა გახარია,  ბავშვებისთვის კი ზუსტი მეცნიერების ლაბირინთებში მოგზაურობა მართლაც სახალისო და რაც მთავარია შემეცნებითი აღმოჩნდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...