შილდის N2 საჯარო სკოლა სტიგმებისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ - დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
03-04-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის, შილდის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და იმავდროულად, უსაფრთხო, ინკლუზიური, თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა სასკოლო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ამის დასტურია შილდის N2 საჯარო სკოლაში ჩატარებული ღონისძიება, რომელიც დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს მიეძღვნა. 

აქტივობა, რომელშიც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ, მოსწავლეების ინფორმირებას, ემპათიის უნარის გამომუშავებას, სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად; ბავშვებმა საჯაროდ, გამოხატეს მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის აუცილებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

„ღონისძიების მიზანი იყო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მეტი ინფორმაციის მიწოდება და იმ სტერეოტიპების ნგრევა, რომელიც ოდესღაც არსებობდა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...