ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა დიორამების პრეზენტაცია გაიმართეს
07-04-2025

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოქმედებით დავალებებს ხალისითა და დიდი ინტერესით ასრულებენ. 

ახლახან, ხელოვნების გაკვეთილზე, მე-3 კლასის მოსწავლეებმა მათი შექმნილი დიორამების პრეზენტაცია გაიმართეს. 

აქტივობა ბავშვებისთვის არა მხოლოდ ცოდნის გამყარების, არამედ შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესანიშნავი შესაძლებლობა იყო.

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს დიორამები – მინიატურული სცენები, რომლებიც ასახავდა მათთვის საინტერესო თემებს.

თითოეული ნამუშევარი გამოირჩეოდა ინდივიდუალური მიდგომითა და ფერადოვნებით.

პრეზენტაციის დროს ბავშვებმა თავიანთი ნამუშევრები კლასს წარუდგინეს, მოყვნენ რას გამოხატავდა დიორამა, როგორ დაამზადეს ის.

ისინი სიამაყით საუბრობდნენ თავიანთი შრომის შედეგზე და ხალისით უსმენდნენ ერთმანეთის პრეზენტაციებს.

მსგავსი აქტივობები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა შემოქმედებითი განვითარებისთვის და ასწავლის მათ იდეების რეალიზებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...