ვის დაუბრუნდება ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხა უკან - ვადები და სხვა დეტალები
29-04-2025

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს აბიტურიენტებისთვის რეგისტრაციისათვის გადახდილი თანხების დაბრუნების თაობაზე. 2025 წლის  გამოცდებისათვის რეგისტრაციის დროს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება  14 მაისის 18:00 საათამდე.

ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად ბრუნდება განცხადების საფუძველზე, თუ:

პირი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა;

აბიტურიენტმა შესაბამისი წლის 10 აპრილის 18:00 საათამდე წერილობით განაცხადა უარი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაზე;

აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი;

თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური გადახდილია მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) ან შესაბამის აბიტურიენტს, მოთხოვნის შემთხვევაში, უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.

აპლიკანტებს განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ  სპეციალური პროგრამის გამოყენებით შემდეგ ბმულზე. 


აბიტურიენტს რეგისტრაციის მეორე ეტაპის დასრულებიდან ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში უფლება აქვს შეავსოს თანხის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმა. გადახდილი თანხა ბრუნდება შესაბამისი განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთ თვის ვადაში. განაცხადის ფორმა და დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge. თანხის დაბრუნების თაობაზე დაგვიანებით შემოტანილი განცხადება არ განიხილება და თანხა უკან აღარ დაბრუნდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...