გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს
21-06-2018
ტყიბულის, გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ვიზიტი სამოქალაქო კლუბ „გაენათის“ ინიციატივით მოეწყო.
სკოლის აღსაზრდელებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს, საპარლამენტო რესპუბლიკის არსსა და სტრუქტურას გაეცნენ, სხდომათა დარბაზი და კომიტეტების სამუშაო ოთახები ნახეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სკოლაში სასიამოვნი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. იხილეთ ფოტოები