ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 სკოლის მოსწავლეებმა საბავშვო წიგნის დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს 
04-04-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

2 აპრილს, სკოლის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ლელა მიქაძე) სკოლის ბიბლიოთეკაში საბავშვო წიგნის დღე აღნიშნეს.

„ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან და ბავშვობაში წაკითხული წიგნებიდან მოვდივართ. სწორედ ეს წიგნები გვაყალიბებენ ადამიანებად. 2 აპრილს ყველაზე დიდი მეზღაპრის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეა, მოწყენილი და მხიარული, ღარიბი და მდიდარი, ბედნიერი და არც თუ ისე ბედნიერი ბავშვების მეზღაპრის და, ლოგიკურია, რომ სწორედ 2 აპრილს აღინიშნება საბავშვო წიგნის დღეც. ალბათ, საბავშვო ლიტერატურაა ის სიკეთის ძალა, რომელიც სულ ოდნავ მაინც უნარჩუნებს წონასწორობას ადამიანებს ამ რთულ რეალობასა და ყოველდღიურად სულ უფრო არეულ დედამიწას“,- აღინიშნა ღონისძიებაზე, რომელმაც ხაზი გაუსვა წიგნის კითხვის მნიშვნელობას. 

ღონისძიება დატვირთული იყო საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც მოსწავლეებში კითხვის სიყვარულის გაღვივებას ისახავდა მიზნად.

პედაგოგმა კი მოსწავლეებთან ისაუბრა თუ რა გავლენას ახდენს ლიტერატურა ადამიანის აზროვნებასა და ემოციებზე.

მე-3 კლასელებმა გააცნობიერეს, რომ კითხვა არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ წარმოსახვისა და შემოქმედებითობის განვითარების საუკეთესო საშუალებაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...