ბაღდათის N1 სკოლის მოსწავლეები მაშტაბურ ღონისძიებაში - „გმირობა გაკვეთილია“, მონაწილეობდნენ
04-04-2025

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადახვა საგანმანათლებლო ინიციატივაში. 

ახლახან, ბაღდათის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მამა ანდრია ყურაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა სახელწოდებით - „გმირობა გაკვეთილია“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბაღდათის N1, N2, როკითის, ქუთაისის N4 საჯარო სკოლებისა და ბაღდათის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები.

შედგა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, რომელიც გადაიღეს მურად ჭრელაშვილმა და ანანო გელხვიიძემ.

X კლასის მოსწავლე მარიამ სახამბერიძემ ნახატებად აქცია მამა ანდრიას მიწაზე ცხოვრების უკანასკნელი წუთები.

მოსწავლეებმა დაამზადეს ხელნაკეთი დღიურები და მოწვეულ სტუმრებს გააცნეს უცნობი დეტალები მამა ანდრიას დიდი გმირობის შესახებ.

ღონისძიებაზე შედგა ახალი სიმღერების პრემიერა. საღამომ მასშტაბური ხასიათი მიიღო.

პროექტის ხელმძღვანელები არიან ქართულის მასწავლებელი - ინგა მაჩიტიძე და მუსიკის მასწავლებელი ნუკრი კარკაძე.

ღონისძიება ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. ახალგაზრდებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...