ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები და ყვავილები დარგეს
21-06-2018

დედამიწის დღესთან დაკავშირებით ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინფორმაციო სახის ბუკლეტები დაამზადეს და გამწვანების აქცია „გვიყვარხარ დედამიწა“ მოაწყვეს.  

სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ხეები და ყვავილები დარგეს. 

გამწვანების აქციაში როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სკოლის ადმინისტრაცია და ხელოვნებისა და სპორტის მასწავლებელი ვლადიმერ მელაშვილი მონაწილეობდნენ. 

ღონისძიებას „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203