ოროჯალარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქიმიური ცდები ჩაატარეს და თემა - „მეტალები ბუნებაში“, ხალისით შეისწავლეს
07-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებს ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ, რადგან მასწავლებლები მათ მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და სასწავლო პროცესს ახალისებენ. 

ახლახან, ქიმიის მასწავლებელმა - ქაჩავან ჰანესიანმა, ჩაატარა ღია გაკვეთილი მე-11 კლასში თემაზე – „მეტალები ბუნებაში“.

გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის მეტალების ბუნებრივი წარმოშობის, გავრცელების, მოპოვებისა და გამოყენების შესახებ ცოდნის გაღრმავებას, აგრეთვე მათში კვლევისა და პრაქტიკული საქმიანობისადმი ინტერესის გაძლიერებას.

სასწავლო პროცესი ინტერაქტიული და დინამიკური იყო.

მოსწავლეებნა იმსჯელეს მეტალების განსხვავებულ თვისებებსა და მათ მნიშვნელობაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გაკვეთილის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო პრაქტიკულ აქტივობებს – მოსწავლეებმა ჩაატარეს სხვადასხვა საინტერესო ქიმიური ცდა, რითაც თვალსაჩინოდ აჩვენეს მეტალების რეაქცია სხვადასხვა ნივთიერებასთან. ექსპერიმენტებმა მათ შესაძლებლობა მისცა, თეორიული მასალა რეალურ პროცესებთან დაეკავშირებინათ და მეცნიერული კვლევის უნარებიც განევითარებინათ.

ასეთი ტიპის გაკვეთილები ხელს უწყობს კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას, აგრეთვე საგნისადმი ინტერესის გაზრდას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...