ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სახელმწიფო მუზეუმში გამართულ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
07-04-2025

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში, რაც ბავშვების მრავალფეროვან განვითარებსა და მათი თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება. 

2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო კამპანიას მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ.

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ამ მნიშვნელოვან დღეს ქალაქის სახელმწიფო მუზეუმში გამართულ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

მუზეუმში გაიმართა საინფორმაციო პრეზენტაციები და შემოქმედებითი აქტივობები. მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები და პლაკატები, რომლებიც გამოხატავდა მათ მხარდაჭერას ინკლუზიისა და თანასწორობისადმი. ღონისძიების მონაწილეები სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღ 2 აპრილს, ყოველწლიურად, მთელს მსოფლიოში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...