თბილისის N28 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და აქტივობებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-3 კლასელთა კომპიუტერული ტექნოლოგიების ღია გაკვეთილი თემაზე - „ალგორითმი და ალგორითმის შემუშავება“.
გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის ალგორითმის მნიშვნელობის გაცნობას ყოველდღიური ცხოვრების მაგალითებზე დაყრდნობით.
მესამე კლასის მოსწავლეებისთვის დაგეგმილი აქტივობა სპეციალურად ისე მოეწყო, რომ არ საჭიროებდა კომპიუტერის გამოყენებას. ეს მათ დაეხმარა, უკეთ გაეაზრებინათ, რომ ალგორითმები მხოლოდ ტექნოლოგიურ სივრცეს არ უკავშირდება და რეალურ ცხოვრებაშიც ხშირად გვხვდება.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მიზნის მისაღწევად ალგორითმში მოქმედებების თანმიმდევრობის მნიშვნელობაზე და პირობითი ნიშნების გამოყენებით შექმნეს სახლიდან სკოლამდე მისასვლელი გზის ოპტიმალური ალგორითმი.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ნინო ნადიბაიძე ხელმძღვანელობდა.
ბავშვებმა არა მხოლოდ უკეთ გაიგეს ალგორითმის ცნება, არამედ განივითარეს ლოგიკური აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარები. გაკვეთილმა წაახალისა შემოქმედებითი მიდგომა ამ, ერთი შეხედვით, რთული თემის მიმართ.
იხილეთ ფოტოები: