თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები უცხოურ ენებს ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ, რადგან პედაგოგები მათ მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და სასწავლო პროცესს სხვადასხვა საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით უმრავალფეროვნებენ.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-7 კლასელთა საინტერესო ღია გაკვეთილი თემაზე - „მსოფლიოს უჩვეულო სკოლები“. სასწავლო პროცესს პედაგოგი ინეზა შაქარიშვილი ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება სხვა ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებისადმი, სიტყვიერ-კომუნიკაციური უნარების განვითარება, ენობრივი მარაგის გამდიდრება.
გაკვეთილზე ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაციები მსოფლიოში არსებულ არატრადიციულ სკოლებზე. მათ განიხილეს განსხვავებები ჩვეულ და უჩვეულო სასწავლო გარემოს შორის, ასევე იმსჯელეს, როგორ მოქმედებს სასკოლო სივრცე მოსწავლის მოტივაციასა და სწავლაზე.
გაკვეთილი მოტივაციური და ინტერაქტიული იყო, რამაც ხელი შეუწყო სწავლების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას.
იხილეთ ფოტოები: