თბილისის N28 საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა გაკვეთილი მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებასა და მორალურ განვითარებას დაეთმო.
კლასის ხელმძღვანელმა სალომე ფხაკაძემ მოსწავლეებთან ერთად ისაუბრა თემაზე - „ვანდალიზმი“ — როგორც მატერიალურ ფასეულობათა და კულტურის ძეგლთა უაზრო განადგურება.
მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას, რომ, ️სახელწოდება წარმოდგება ძველი გერმანული ტომის ვანდალებისაგან, რომლებმაც 455 წელს რომი დაარბიეს და მრავალი ანტიკური ძეგლი გაანადგურეს.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ვანდალიზმი აშკარა მავნებლური საქმიანობაა.
იხილეთ ფოტოები: