21 მარტს, როცა მსოფლიო პოეზიის დღეს ზეიმობდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლაშიც მოეწყო დაუვიწყარი ლიტერატურული დღესასწაული.
სკოლაში გაიმართა პოეზიის საღამო (კონკურსი), რომლის მიზანიც შემოქმედებითი, ემოციური და საინტერესო გარემოს შექმნა იყო.
VII-XI კლასის მოსწავლეები შეეჯიბრნენ ერთმანეთს ლექსის მხატვრულად კითხვაში.
კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელიც დაკომპლექტებული იყო ძირითადად ფილოლოგებითა და მიწვეული ერთი მშობლით.
ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა.
I ადგილი - ნინი თხილიშვილი;
II ადგილი - გიორგი ილურიძე;
III - ადგილი - სოფო ბერბიჭაშვილი.
ყველა მონაწილეს გადაეცა მადლობის სიგელი, ხოლო, საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიმბოლური საჩუქრებით (წიგნებით).
ღონისძიების ორგანიზატორი იყო დირექტორის მოადგილე მანანა ნაგლაძე.
პოეზიის მსოფლიო დღე 21 მარტს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: