ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარადგინეს
21-06-2018
ცაგერის საჯარო სკოლის მე-4 კლასმა სკოლის ხელოვნების დარბაზში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარადგინა.
სახელწოდება გახლდათ-„ხევსურულ მოტივებზე“.
კლასის დამრიგებელი ნონა ბერიძეა.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ მომავალი პირველკლასელები- საბავშო ბაღის აღსაზრდელები, მშობლები და პედაგოგები.
აქტივობა სკოლის დირექტორმა დავით ცვარიანმა შეაჯამა, რომელმაც მოსწავლეებს, მშობლებს და კლასის ხელმძღვანელს ნონა ბერიძეს ორიგინალური და მიზანმიმართული ღონისძიების ჩატარებისათვის მადლობა გადაუხადა.