„ჩვენ ვკითხულობთ, რათა უკეთესი მომავალი გვქონდეს“, - ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მეშვიდე კლასში საინტერესო აქტივობა ჩატარდა
04-04-2025

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა საკლუბო პრეზენტაცია ჩაატარეს, რომლის თემაც იყო ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოები „მაწანწალა რასმუსი“ 

პრეზენტაციის მიზანი იყო არამხოლოდ წიგნის შინაარსის გაცნობა, არამედ თემის დრამატული და ემოციური მხარეების წარმოჩენა, რაც წიგნის პერსონაჟებსა და მათი თავგადასავლების მიმოხილვის დროს გაჩნდა.

მასწავლებლის დახმარებით, მოსწავლეებმა გაიაზრეს რასმუსის პერსონაჟის შრომა და სირთულეებით სავსე გზა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია იმის, როგორ შეიძლება ერთ ადამიანზე მძიმე ცხოვრების პირობებმა იქონიოს გავლენა, მაგრამ ასევე ისიც თუ როგორ შეიძლია, რომ საკუთარი ძალებით მოიპოვო ბედნიერება.

პრეზენტაციის ფარგლებში, მოსწავლეები განიხილავდნენ წიგნის მთავარ თემებს, როგორიცაა მეგობრობა, ოჯახის მნიშვნელობა და თვითრეალიზაცია.

აქტივობის ერთ-ერთი მტავარი მიზანი იყო მოსწავლეებს კიდევე ერთხელ დაენახათ რამდენად მნიშვნელოვანია კიტხვა და რამდენად დიდი გავლენა სეიზლება მოახდინოს თითოულმა ნაწარმოებმა ადამიანზე. პრეზენტაცია და წიგნის განხილვა დასრულდა სიტყვებით - ჩვენ ვკითხულობთ, რათა უკეთესი მომავალი გვქონდეს!

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...