აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასში გაიმართა საინტერესო პროექტი „მეგრული სამზარეულო", რომელიც მასწავლებელ იზოლდა თორდიას ხელმძღვანელობით მოეწყო.
პროექტის მიზანი იყო მეგრულ კულტურასა და კულინარიაზე მეტი ინფორმაციის გაზიარება და მეგრული ტრადიციების პოპულარიზაცია.
მოსწავლეებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეისწავლეს მეგრულ სამზარეულოს განსაკუთრებულობები, ისეთი კერძები, რომლებიც რეგიონის კულტურასა და ისტორიას ასახავს. მათ პრაქტიკული გაკვეთილების ფარგლებში დაამზადეს ტრადიციული მეგრული კერძები.
პროექტი არა მხოლოდ სასიამოვნო და შემეცნებითი იყო, არამედ აძლიერებს ეროვნული იდენტობისა და ტრადიციების რწმენას, ხელს უწყობს ახალგაზრდების ინტერესის გაღვივებას თავისი კულტურის მიმართ.
იხილეთ ფოტოები: