თბილისის N36 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და პედაგოგთა ინიციატივით საკმაოდ საინტერესო და შემოქმედებითი გაკვეთილები ტარდება.
შთამბეჭდავი და სამახსოვრო აქტივობა ჩაატარა პირველი კლასის დამრიგებელმა ნინი დალაქიშვილმა, რომელმაც მოსწავლეებს შეხვედრა მოუწყო პოეტ ვაჟა ქვლივიძესთან.
მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო აქტივობა მოამზადეს პოეტთან შეხვედრამდე და მას შთამბეჭდავი ღონისძიება მოუწყვეს. პირველკლასელებმა დაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. შეხვედრის ბოლო პოეტმა პატარებს საავტორო წიგნები დაურიგა.
იხილეთ ფოტოები: