ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის თბილისის N212 საჯარო სკოლა შეუერთდა აუტიზმის ცნობადობის დღეს, რომელსაც მეცხრე კლასში, ლევანშვილის ინიციატივით, ჩაეყარა საფუძველი. აქტივობების მიზანი იყო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
მოსწავლეებმა აქტიურად განიხილეს, როგორ შეიძლება შეუქმნან მხარდაჭერისა და თანადგომის გარემო აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს.
გარდა ამისა, ახალგაზრდებმა დაამზადეს საინფორმაციო პლაკატები, რომლებიც აჩვენებდა აუტიზმის არსსა და შესაძლო გამოწვევებს. ნამუშევრების პრეზენტაცია ორგანიზებული იყო სკოლაში, სადაც ყველას ჰქონდა შესაძლებლობა გაცსნობოდა ნამუშევრებს და მეტი ინფორმაცია მიეღო.
მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს არა მხოლოდ კონკრეტული დისკრიმინაციის საკითხზე საუბარს, არამედ გამორჩეული და ჯანსაღი გარემოს შექმნას, სადაც ყველა პირი იქნება მიღებული და თანასწორი.
იხიელთ ფოტოები: