საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-7ბ კლასის მოსწავლეები, პედაგოგების - მარიამ ბერიძისა და სოსო აფაქიძის ხელმძღვანელობით, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვიზიტით ბოტანიკურ ბაღს სტუმრობდნენ.
ექსკურსია მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ბუნებისადმი ინტერესის გაღვივებას, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებას. ვიზიტის ფარგლებში მოზარდებმა გაიცნეს ბოტანიკური ბაღის დაარსების ისტორია. მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა, იმის გაგება, რომ ბოტანიკური ბაღი არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ სამეცნიერო და საგანმანათლებლო დანიშნულების მქონე სივრცეა, სადაც მრავალი იშვიათი და უნიკალური სახეობა ხარობს.
გიდის დახმარებით მოსწავლეებმა გაიგეს საინტერესო ფაქტები მცენარეებზე, მათი მოვლის პირობებზე. მათ გაიგეს რა როლი აქვს ბიომრავალფეროვნებას და რატომ არის მნიშვნელოვანი ბუნებაზე ზრუნვა.
ბოტანიკური ბაღის მონახულებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, ბუნებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და არაფორმალურ გარემოში, ახალი ცოდნის მიღებას.
იხილეთ ფოტოები: