ოროჯალარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სლავური დღესასწაულის ტრადიციებს საინტერესო ღონისძიებით გაეცნენ
10-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში, სლავური დღესასწაულის - „მასლენიცსადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

აღმოსავლეთ სლავური რელიგიური და ხალხური დღესასწაული ზამთრის დასასრულსა და გაზაფხულის დაწყებას უკავშირდება.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში რუსული ენის მასწავლებელმა - ნარინე ჯაგაცპანიანმა ჩაატარა საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიება სახელწოდებით - „მასლენიცა“, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებისათვის დღესასწაულის გაცნობას და მათთვის ენის შესწავლის პროცესის უფრო საინტერესოდ წარმართვას. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-5 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც დიდი მონდომებით მოამზადეს და წარადგინეს ლექსები და სიმღერები რუსულ ენაზე.

მოსწავლეებმა არა მხოლოდ ენობრივი უნარები გამოავლინეს, არამედ გაეცნენ დღესასწაულის ტრადიციებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...