ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფრანგულენოვან კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
08-04-2025

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფრანგულ ენას დიდი ენთუზიაზმით, სიყვარულითა და შემოქმედებითი მიდგომით სწავლობენ. 

ახლახან მოსწავლეებმა ლინგვისტური უნარებით თავი კონკურსზე წარმოაჩინეს. 

28 მარტ, ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ფრანკოფონი მოსწავლეები, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში, ფრანკოფონიის დღეებისადმი მიძღვნილ კონკურსში - J'aime le français, წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ენის ცოდნა, ლიტერატურული და შემოქმედებითი შესაძებლობები.

ღონისძიება ფრანგული ენის სიყვარულის, მრავალფეროვნებისა და კულტურული ურთიერთგაცვლის ზეიმად იქცა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...