ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკა არა მხოლოდ რიცხვები და ფორმულები არამედ შემეცნება, ლოგიკა და გართობაა. სკოლაში საგნის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პირველკლასელებთან 3 ობიექტის გადანაცვლების, თანმიმდევრობისა და ყველა შესაძლო ვარიანტის პოვნის გაკვეთილი წარმატებით ჩატარდა.
ბავშვები ენთუზიაზმითა და შემეცნებითი ცნობისმოყვარეობით იყვნენ ჩართულნი აქტივობებში, სიამოვნებით აწყობდნენ ობიექტებს და აქტიურად იკვლევდნენ სხვადასხვა კომბინაციებს.
გაკვეთილმა აჩვენა, რომ მათემატიკური კონცეფციების სწავლება შესაძლებელია სახალისო და ინტერაქტიული გზით, რაც ხელს უწყობს ბავშვების ლოგიკური აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას. შედეგებმა ნათლად აჩვენა, რომ მოსწავლეებმა გაიგეს და წარმატებით გამოიყენეს შესწავლილი ცნებები.
„წარმატებებს ვუსურვებთ საუკეთესო პედაგოგს, არაჩვეულებრივ პროფესიონალს - თამარ მურუსიძეს ჩვენს საოცარ პირველკლასელებთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: