ახმეტის მუნიციპალიტეტის, ხორხელის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სწორედ აქედან გამომდინარე, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ტარდება მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებშიც ბავშვები დიდი სიხარულით ერთვებიან.
ახლახან, ხორხელის საჯარო სკოლაში გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს, რომელსაც ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიზა ქეთელაური, რომელმაც კოლეგების აქტიური ჩართულობით, კიდევ ერთი ლამაზი აქტივობა ჩაწერა სკოლის ისტორიაში.
ხორხელის საჯარო სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია - მოსწავლეებმა თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან და საყვარელ ადამიანებს - დედებს მიულოცეს ეს განსაკუთრებული დღე - მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები და კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ ისინი ძალიან უყვართ.