სამტრედიის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ჩვენ ვსწავლობთ საქართველოს ისტორიას“ გაიმართა.
ღონისძიებას ორგანიზება ისტორიის პედაგოგმა ნატალია ჯამბურიამ გაუწია.
სკოლის მოსწავლეებმა, სტუმრების წინაშე პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი საინტერესო და მრავალფეროვანი ნომრები შეასრულეს.
ღონისძიების ბოლოს, ისტორიის პედაგოგმა ნატალია ჯამბურიამ ინტელექტუალური თამაშის - „ვინ უკეთ იცის ისტორია“ გამარჯვებული დაასახელა, რომელიც მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ ნასარეია გახდა.
გამარჯვებულს სკოლის დირექციის სახელით სპეციალური სიგელი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.
იხილეთ ფოტოები