მოსწავლეები ტესტის სტრუქტურის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - NAEC
04-04-2025
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისათვის ელექტრონულ ფორმატში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს. 
 
8 აპრილს 15:00 საათიდან 16:00 საათამდე აბიტურიენტების კითხვებს ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წარმომადგენელი უპასუხებს. ნინო ჭუმბურიძე გამოსაცდელებს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას ტესტის სტრუქტურასთან დაკავშირებით, ასევე მისცემს მათ რჩევებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ ტესტზე მუშაობისას. 
 
შეხვედრა Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. იხილეთ ბმული.
 
„საინფორმაციო ხასიათის ონლაინ შეხვედრები აბიტურიენტებთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მარტის თვიდან იმართება. შემდეგი ღია კარის დღის შესახებ ინფორმაცია ცენტრის ვებგვერდზე მომდევნო კვირას გამოქვეყნდება“, - ნათქვამია NAEC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...