სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში
23-04-2025

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტით განისაზღვრა, თუ რომელი უწყებების წარმომადგენლებისგან უნდა დაკომპლექტდეს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია.

კომისია შედგება 5 წევრისგან. შემადგენლობაში კი შედიან:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) სამოქალაქო დანაყოფში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე;

ბ) სააგენტოს სისტემის 2 თანამშრომელი;

გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი;

დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 1 წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს უფროსს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლის კანდიდატურას − სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭო, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის კანდიდატურას − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი მუდმივმოქმედი კომისიის წევრების უფლებამოსილებას ახორციელებენ 1 წლის ვადით.“, - აღნიშნულია კანონში.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...