საბავშვო ბაღებში შეტანილი რძე ლაბორატორიულად შემოწმდა - სააგენტო განცხადებას ავრცელებს
04-04-2025

სურსათვის უვნებლობის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შემოწმების შედეგად, „სოფლის ნობათის“ რძეში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ნივთიერება აღმოაჩინეს! ფაქტს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ეხმაურება, რომლის განცხადებასაც უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, გაცნობოთ, რომ რძე და რძის პროდუქტები, რომელიც მიეწოდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, სრულად შეესაბამება სახელმწიფოს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს. 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, პროდუქტის მიწოდებიდან მომზადების ჩათვლით, კვების პროცესის სრული კონტროლი სისტემატურად ხორციელდება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ხელმძღვანელობს იმ ტექნიკური დადგენილებებითა და რეგულაციებით, რაც სახელმწიფო სტანდარტებით არის განსაზღვრული. ბაღებში 60-მდე სახეობის საკვები პროდუქტი შედის და ყველა ტექნიკური მოთხოვნა, რაც ვრცელდება საბავშვო ბაღებზე, თითოეული დაწესებულების მიერ არის ზედმიწევნით დაცული.

თბილისის ბაღების სააგენტო ფოტოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ რძის ნიმუშის კვლევა 31 მარტს ჩატარდა, სადაც დარღვევა არ გამოვლენილა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სხვა კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციაზეა საუბარი“.

 

რა საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას რძეში აღმოჩენილი ტოქსინი - სპეციალისტები რისკებს აფასებენ

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...