ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 სკოლაში მათემატიკის კვირეული შემოქმედებითმა კონფერენციამ დაასრულა 
07-04-2025

მათემატიკა მეცნიერებისა და ტექნოლოგეიბის განვითარების საფუძველია, შესაბამისად, ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში საგნის სიღრმისეულ და ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. საგნისადმი ინტერესის გასაღვივებლად პედაგოგები არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას მიმართავენ. 

მათ შორის, სკოლაში მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელობით, ჩატარდა მათემატიკის კვირეული.

კვირეულის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გაიმართა.  კვირეული დაასრულა შემოქმედებითმა კონფერენციამ.

ბავშვებმა მოიძიეს არაერთი საინტერესო ინფორმაცია, დაამუშავეს და წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილებდნენ ყველა საფეხურის მოსწავლეები.

ბავშვებმა იმუშავეს და წარმოადგინეს თემები -  „მათემატიკა რენესანსის პერიოდში“, „რიმანის თეორემა“, „გამოჩენილი ქართველო მათემატიკოსები“, „ყველაფერი პროცენტის შესახებ“, „პითაგორას თეორემა და პითაგორელები“ და სხვა.

კონფერენციას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები და მათემატიკის კათედრის წევრები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...