მშვიდობაურის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა 
07-04-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლაში სუფთად წერის კულტურის, მოსწავლეთა შემოქმედებითობისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას ღონისძიება მიეძღვნა. 

სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა.

მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოხატეს ქართული ასო-ბგერები, დიდი ყურადღება დაუთმეს ფორმას, თანმიმდევრობასა და მთლიან კომპოზიციას, რამაც წარმოაჩინა მათი ინდივიდუალური სტილი და შემოქმედებითი მიდგომა. 

კონკურსმა შექმნა თბილი და მოტივაციით სავსე გარემო, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ხელნაწერი ტექსტების მნიშვნელობა და ქართული ანბანის სილამაზე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...