კერძო სკოლა „ანაბასისის“ პედაგოგი ნანა ფერაძე ქალთა უფლებების დაცვასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში შტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა 
07-04-2025

კერძო სკოლა „ანაბასისის“ პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში აქტიურად არიან ჩართულნი.  

ახლახან, სკოლა „ანაბასისის“ ინგლისური ენის პედაგოგი ნანა ფერაძე 30 გამორჩეულ ქალბატონს შორის მოხვდა. 

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ, 2025 წლის დაჯილდოების ფარგლებში, 21ST DIGI Skillz-მა და Uche Linda Okpala-მ დაასახელა 30 ქალი, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქალთა უფლებების დაცვასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში.

დაჯილდოებულთა შორისაა „ანაბასისის“ სკოლის ინგლისურის პედაგოგი ნანა ფერაძე, რომლის დაუღალავი შრომა, პროფესიონალიზმი და ლიდერობა შთაგონების წყაროა გლობალური საზოგადოებისთვის.

სკოლაში პედაგოგს ამ მნიშვნელოვან მიღწევას ულოცავენ. 

„ანაბასისის“ სკოლის ინგლისურის პედაგოგი 30 გამორჩეულ, გლობალურ ქალბატონთა შორისაა!  ეს აღიარება ადასტურებს მის მნიშვნელოვან როლს ქალთა გაძლიერებასა და განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში. ვულოცავთ, ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვამაყობთ, რომ ის ჩვენი სკოლის მასწავლებელია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...