ქუთაისის N24 საჯარო სკოლის გუნდი გარემოს დაცვისკენ მიმართული მასშტაბური ღონისძიების გამარჯვებულია
07-04-2025

ქუთაისის N24 საჯარო სკოლის ისტორიას კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი დღე შეემატა. 

სკოლის მოსწავლეთა გუნდი მასშტაბური ღონისძიების გამარჯვებულია. 

ჟიურიმ შთამბეჭდავი პრეზენტაციისათვის GREDA-საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის მიერ გამართულ საგანმანათლებლო პროექტ „მასწავლებლების გაძლიერება მწვანე მომავლისათვის: განახლებადი ენერგია და გარემოსდაცვითი განათლება საქართველოს სკოლებსა და მუნიციპალიტეტებში“- შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამარჯვებულად ცნო სკოლის გუნდი.  

გუნდი საზეიმოდ დაჯილდოვდა ლეპტოპით.

ღონისძიებას ესწრებოდა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, განახლებადი ენერგიის მნიშვნელობისა და პროექტის გავლენაზე ისაუბრა დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა.

სასკოლო საზოგადოება ღირსეულ გამარჯვებას ულოცავს გამარჯვებული გუნდის ხელმძღვანელ ლია ნათენაძესა და გუნდის წევრებს: ანი ტყაბლაძეს, მარიამ ესებუას, მარიამ კვესელავას, მიხეილ გოგსაძეს და ნინი ხურციძეს.

ასევე მადლობას უხდიან აქტიური ჩართულობისათვის სკოლის მეორე გუნდის ხელმძღვანელებს - ირმა მონიავასა და რიტა თვალაბეიშვილს და წევრებს: ვატანგ ასუმბანს, ნინო დიაკონიძეს, ნიკოლოზ მეფარიშვილს, ნიკა კირკიტაძესა და ნიკა რობაქიძეს.

„მადლობა GREDA - საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას ასეთი შესაძლებლობისათვის, მხარდაჭერისათვის!“,- დასძენენ სკოლაში და მოსწავლეთა წარმატებით წარმობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...