ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
შესაბამისად, სკოლა გამოეხმაურა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს. ღონისძიება პედაგოგ ვრეჟ ელოიანის ხელმძრვანელობით გაიმართა.
პედაგოგი მოსწავლეებს დაუნის სინდრომის რაობაზე ესაუბრა, მათთან ერთად მითები და რეალობა ერთმანეთისგან გამოჯნა და სტერეოტიპები დაამსხვრია.
მოსწავლეებმა კი წარმოადგინეს საინფორმაციო პლაკატები და პრეზენტაციები, სადაც მხარდაჭერა გამოუცხადეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს და ერთხმად აღნიშნეს, რომ „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“
იხილეთ ფოტოები: