ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის მე-2 კლასებს შორის სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
08-04-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან,  მე-2 კლასებს შორის, სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ გაიმართა. მოსწავლეები ერთმანეთს სხვადახვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ და წარმოაჩინეს თავიანთი ძალა, სისწრაფე და გუნდური მუშაობის უნარები.

შეჯიბრი მეგობრულ და მხიარულ გარემოში მიმდინარეობდა, ხოლო მონაწილეები ენთუზიაზმით ასრულებდნენ სხვადასხვა სპორტულ დავალებებს.

საბოლოოდ, ყველა გუნდი გამარჯვებული აღმოჩნდა, რადგან, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მთავარია არა მხოლოდ შედეგი, არამედ ერთად გატარებული სასიამოვნო დრო და ჯანსაღი კონკურენცია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...