კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
შესაბამისად, სკოლა აქტიურად გამოეხმაურა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს.
2 აპრილს, აღაიანის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლის - ნანა გელხაურის და სპეციალური მასწავლებლის - ია ხარაიშვილის ორგანიზებით, საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართა.
აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მიზნით, მე-10 კლასელმა ლიკა ოსიფოვმა და მე-11 კლასელმა მარიამ ფეიქრიშვილმა, ასევე მე-6 კლასელებმა - მარიამ ხოდელმა, ნინო დვალიშვილმა, ანამარია გელხაურმა , მარიამ პეტრიაშვილმა და ვახტანგ ოდოსაშვილმა მოსწავლეებს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს და უმცროსკლასელებთან ერთად აუტისტური სპექტრის აშლილობის შესახებ არსებული სტრეოტიპები დაამსხვრიეს და მითები და რელოაბა გამოჯნეს. მოსწავლეები ასევე გაეცნენ აუტიზმის სპექტრის მქონე, წარმატებული ადამიანების, ცნობილი მეცნიერების, გამომგონებლების და ხელოვანების ბიოგრაფიებს.
იხილეთ ფოტოები: