„პი“ – სამყაროს უცნაური გასაღები“ - ინოვაციური ინტეგრირებული პროექტი სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
10-04-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებელმა და კლასის დამრიგებელმა - ნინო მატიაშვილმა, მე-7-მე-11 კლასების მოსწავლეებთან ერთად, განახორციელა შთამბეჭდავი და ინოვაციური ინტეგრირებული სასწავლო პროექტი – „პი“ – სამყაროს უცნაური გასაღები“.

პროექტის მიზანი იყო: მოსწავლეებისთვის მათემატიკური კონცეფციების რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირება, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება, ტექნოლოგიების გამოყენების უნარის გაღრმავება, შემოქმედებითი და გუნდური მუშაობის წახალისება.

პროექტი აერთიანებდა მათემატიკასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და წარმოადგენდა მრავალმხრივ, კრეატიულ მიდგომას სწავლებაში.

მოსწავლეებმა წარადგინეს სასამართლო პროცესის ინსცენირება, სადაც განიხილეს „პი“ რიცხვის მნიშვნელობა რეალურ და სამეცნიერო ცხოვრებაში.

ამასთან ერთად, მოსწავლეებმა შექმნეს „პი“-ს თემაზე უნიკალური ნამუშევრები: ხელით შექმნილი ნახატები, ციფრული ილუსტრაციები კომპიუტერზე, ნაქსოვი „პი“-ს სიმბოლოები, რაც პროექტს შემოქმედებითი და კულტურული ელემენტებით გაამდიდრა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადისი, პედაგოგები და მე-7-მე-12 კლასების მოსწავლეები. 

დამსწრე საზოგადოებამ ერთხმად შეაფასა პროექტი, როგორც ინოვაციური და შთამაგონებელი სასწავლო მოდელი, რომელმაც გააღვივა მოსწავლეებში შემოქმედებითი მიდგომა და ცოდნისადმი სიყვარული.

ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექტორმა - ეკატერინე ჩიტაურმა გადასცა მადლობის სიგელები მასწავლებელსა და მოსწავლეებს და უსურვა მათ წარმატებები და ახალი, მასშტაბური პროექტების განხორციელება.

„პი“ - სამყაროს უცნაური გასაღები“ კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სწავლა იქცეს აღმოჩენებითა და შთაგონებით სავსე თავგადასავლად.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...