„საქართველოში განბნეული მარგალიტები“ - ხიზაბავრის საჯარო სკოლამ საინტერესო პროექტს უმასპინძლა 
07-04-2025

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა. 

3 აპრილს, ხიზაბავრის საჯარო სკოლას ესტუმრა ტარიელ ქამაშიძის სახელობის მირაშხნის საჯარო სკოლა პროექტით - „საქართველოში განბნეული მარგალიტები“. პროექტის ხელმძღვანელი ინგლისურის პედაგოგი ანი წიკლაური გახლავთ. 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს მოეძიათ საქართველოს კუთხეების ტრადიციებისა და სამზარეულოს შესახებ ცნობები.

მოსწავლეებმა შეარჩიეს კუთხეები -  ხიზაბავრა -მესხები, მირაშხანი-აჭარლები, მასწავლებელთა კუთხურობის მიხედვით, ხევსურეთი და მთიულეთი იყო იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე მიწვეულმა ფერმერმა დამსწრე საზოგადოებას მოუთხრო ტენილი ყველის წარმოების შესახებ.

ვიქტორინაზე ბავშვებმა თავიანთი კუთხისათვის დამახასიათებელ დიალექტზე წარმოთქვეს წინადადებები, რაც ძალიან სახალისო გამოვიდა.

ბოლოს პროექტი მესხეთისა და აჭარისათვის დამახასიათებელი ტკბილეულის დაგემოვნებით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...