ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მათი ჩართულობა სხვადასხვა ღონისძიებასა თუ აქტივობაში კი წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სპორტულ-გასართობი შეჯიბრის - „მხიარული სტარტების“ რაიონულ პირველობაში, სადაც მოიპოვეს ფინალის საგზური და მეორე საპრიზო ადგილი.
სკოლაში მოსწავლეთა შემართება ახარებთ და მოსწავლეებს წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: