ჭიათურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და ამ მიზნით მოსწავლეებს არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებას სთავაზობენ.
2 აპრილს, სკოლა გამოეხმაურა აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღეს.
სკოლაში ამ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სპეციალური მასწავლებლები: ნინო გუგუჩაშვილი, მაია ჯაჯანიძე, თამთა თაბაგარი.
პროექტის წარდგენაში მონაწილეობდნენ სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები: გიორგი ლაშხი, ბარბარე ჯაოშვილი, მარიამ კაპანაძე და ნუცა სამხარაძე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, ყურადღებით ადევნებდნენ თვალს პრეზენტაციას და ჰქონდათ შეკითხვები საკითხთან დაკავშირებით.
მოსწავლეემა აღნიშნეს, რომ მათ ჰყავთ აუტიზმის მქონე მეგობრები, შესაბამისად პრეზენტაცია მათთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: