საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის VIIა კლასის მოსწავლეები საგანმანათლებლო ვიზიტით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ და დაათვალიერეს საქართველოს ოკუპაციის მუზეუმი — სივრცე, რომელიც გამორჩეულია ისტორიული მნიშნელობითა და ემოციური დატვირთვით.
მოსწავლეებს მეგზურობას უწევდა მუზეუმის თანამშრომელი, რომელიც მათ გულდასმით და საინტერესოდ ესაუბრა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემაზე — რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციებზე.
ექსკურსიის დროს ბავშვებმა მოისმინეს მნიშვნელოვანი ფაქტები და გაეცნენ საარქივო მასალებს, დოკუმენტებს, ფოტოსურათებსა და ინდივიდუალური ისტორიების ამსახველ მასალებს, რაც ცხადად წარმოაჩენდა იმ რთულ რეალობას, რომელის იმ დროინდელ საქართველოში იყო.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც საკუთარი პრინციპების ერთგულება და სამშობლოსთვის ბრძოლა არჩიეს.
მოსწავლეებმა გამოხატეს დიდი ინტერესი, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და ემსჯელათ ისტორიულ მოვლენებზე.
ვიზიტმა შეუწყო ხელი ისტორიული მეხსიერების გაღრმავებას და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებას. ეს შემეცნებითი ღონისძიება არამხოლოდ ცოდნის გაღრმავებას, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებასაც ემსახურებოდა.
იხილეთ ფოტოები: