საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პირველკლასელებს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ელოდებიან.
სკოლა-გიმნაზია უკვე ემზადება 2025-2026 სასწავლო წლისთვის. მომავალ პირველკლასელთა გასაუბრება კი უკვე დაწყებულია.
სკოლაში პატარები განსაკუთრებული სტუმრები არიან - მათი გასაუბრების პროცესი სიყვარულით ტარდება.
სკოლა-გიმნაზიისადმი გამოხატული მაღალი ნდობისა და ინტერესის გამო, კანდიდატთა რაოდენობა დიდია და სასიხარულოა, რომ მსურველებისთვის, რომლებიც ვერ მოხვდენ, ძირითად ჯგუფებში შეიქმნება დამატებითი ჯგუფი.
სკოლა-გიმნაზია მომავალ პირველკლასელებს ჰპირდება ხარისხიან განათლებას, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოს, სადაც თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომები, მართლმადიდებლურ ღირებულებებზე აღზრდასთან ერთიანდება.
იხილეთ ფოტოები: