ოსიაურის საჯარო სკოლა, აუტიზმის შესახებ ცნობადობის დღეს, მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა
07-04-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის, ოსიაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და იმავდროულად, უსაფრთხო, ინკლუზიური, თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა სასკოლო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ამის დასტურია ოსიაურის საჯარო სკოლაში ჩატარებული აქტივობა, რომელიც აუტიზმის  ცნობადობის ამაღლებასა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ემსახურებოდა.

ღონისძიების ფარგლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საკუთრი ხელით შექმნეს  თემატური ნამუშევრები, წარმოადგინეს მრავალფეროვანი აქტივობები, სკოლის გარესივრცეებში, საჯაროდ გამოხატეს მხარდაჭერა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების მიმართ და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის აუცილებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

ოსიაურის საჯარო სკოლაში ჩატარებული ღონისძიება, რომელსაც სპეციალური მასწავლებელი ხელმძღვანელობდა, ემპათიის უნარის გამომუშავებას, სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად.

ინფორმაციისთვის: აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე 2 აპრილს, 2007 წლიდან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ინიციატივით აღინიშნება.

მისი მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვას.



ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...