ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ.
ახლახან, მათემატიკის მასწავლებელმა - ზოია სუხორუკოვამ მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩაატარა მათემატიკური ვიქტორინა.
მოსწავლეები დაიყვნენ ორ ჯგუფად - „მოაზროვნეები“ და „გენიოსები“.
გამარჯვებული გუნდის გამოსავლენად შეირჩა მასწავლებლებით დაკომპლექტებული ჟიური.
რა თქმა უნდა, ორივე გუნდს ჰყავდა თავისი გულშემატკივარი. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პედაგოგმა - ზოია სუხორუკოვამ ამჯერადაც აღაფრთოვანა დამსწრე საზოგადოება მრავალფეროვანი მათემატიკური გამოცანებითა და დავალებებით.
ვიქტორინამ სახალისოდ, ძლიერი ემოციების ფონზე ჩაიარა. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი- „მოაზროვნეები“.
იხილეთ ფოტოები: