ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, იანეულის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე; ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სკოლაში მნიშვნელოვანი პროიორიტეტია საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა.
ახალხან იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტვინების ბრძოლაში ჩაერთნენ - წარმოაჩინეს არა მხოლოდ ცოდნა, არამედ გუნდურად მოქმედებისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარები, ერთმანეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელებიც დაიმსახურეს.
თამაში საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა - მოსწავლეებისთვის შეჯიბრებაში მონაწილეობა დამატებითი გამოცდილება გახლდათ, პედაგოგებისთვის კი სიამაყის კიდევ ერთი საფუძველი.
იხილეთ ფოტოები: