ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.
თამაშში III - VI კლასებსა და IX-XII კლასებს შორის გაიმართა. მოსწავლეებმა შეძლეს თავიანთი ცოდნის წარმოჩენა სხვადასხვა საკითხებში, რაც ნათლად მიუთითებდა მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე და სწრაფი აზროვნების უნარზე.
ჩემპიონატის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი იყო სკოლის მასწავლებელი, ინგა ონიანი, რომელმაც პროფესიონალიზმითა და ენთუზიაზმით ჩაატარა ღონისძიება, რომელიც ძალიან საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი გამოდგა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები: