ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეებს  პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ჩაუტარდათ
08-04-2025

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში.

ახლახან, სკოლის VII კლასის მოსწავლეები,  პედაგოგ მარიამ რობაქიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიას სტუმრობდნენ

აკადემიაში მე-7 კლასელებს პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ჩაუტარდათ. 

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სასწავლო პროცესში, რაც მეტად საინტერესოს და ეფექტურს ხდიდა ტრენინგს.

CPR-ის ვარჯიშმა დიდი ინტერესი გამოიწვია სტუმრებში, თითოეულმა მონაწილემ პრაქტიკაში გამოსცადა მიღებული თეორიული ცოდნა. 

შეხვედრა ინფორმაციული, ინტერაქტიული და სასარგებლო იყო.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...