ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა შიდა სასკოლო შეჯიბრება ფრენბურთში.
სპორტული აქტივობა პედაგოგ დათო ზაალიშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
ტურნირში გამარჯვება X კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს.
უნდა აღინიშნოს, რომ საბუეს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზებას და ამ მიზნით ხშირად ტარდება სხვადასხვა ტიპის საინტერესო სპორტული აქტივობები სხვადასხვა სახეობებში.
იხილეთ ფოტოები: